თანამედროვე ქართული საწარმო ევროპული ხარისხის ტრადიციით.

აგროჰაბის საწარმო 3000 კვ/მ ფართობს იკავებს და აღჭურვილია როგორც თანამედროვე დანადგარებით, ისე ლაბორატორიებით. სწორედ აქ იქმნება, მოწმდება და ზრუნვით იფუთება თქვენთვის საყვარელი აგროჰაბის პროდუქტები.

წარმოების გზა

აგროჰაბის საწარმოში მრავალი კომპლექსური პროცესი მიმდინარეობს, რათა თქვენამდე დროულად მოვიდეს ახალი, ჯანსაღი და გემრიელი საკვები.
Step 1
ნედლეულის შეგროვება
როგორც ჩვენი, ისე პარტნიორი ფერმებიდან თავს ვუყრით სხვადასხვა სახეობის ნედლეულს და ვიწყებთ მათ დახარისხებას.
Step 2
წარმოების პროცესი
მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ვამზადებთ საკვებს, ღვინოს, რძის პროდუქტებს, საკონდიტრო ნაწარმს, ნახევარფაბრიკატებს და სხვადასხვა პროდუქციას.
Step 3
ლაბორატორიული შემოწმება
აგროჰაბის საწარმოს მინიჭებული აქვს ISO-ს (2200:2018) სერტიფიკატი. შესაბამისად, აქ წარმოებული პროდუქტის ხარისხი ყველა წესის მიხედვით მოწმდება.
Step 4
შეფუთვა
პროდუქტები იფუთება ისე, რომ ხასიათიც სათანადოდ გამოჩნდეს და თან მათზე დატანილი იყოს მომხმარებლისთვის საინტერესო ყველა საჭირო ინფორმაცია.
Step 5
დისტრიბუცია და დახლებზე განაწილება
ბოლო ეტაპზე პროდუქტები თბილისის და ბათუმის ფილიალებში ნაწილდება, რასაც ასევე ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს.

რძე და რძის პროდუქტები

IMG_8981.1
საწარმოში დღიურად 25 ტონა ნედლ რძეს გადავამუშავებთ და მისგან სხვადასხვა პროდუქტს ვამზადებთ. აქ აღმოაჩენთ სულგუნს და იმერულ ყველს, რძემჟავას ბაზაზე მომზადებულ პროდუქტებს, ულაქტოზო და დიეტურ ხაზს, ნაყინს, ავთენტურ გლიასეს და სხვა დესერტებს. მომზადების პროცესში და ფილიალებში დისტრიბუციამდე, რძის პროდუქტები შემოწმებას აგროჰაბის ქარხნის ლაბორატორიაში გადიან.
IMG_8981.1

ხორც პროდუქტები

IMG_9365
მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ ხორცის მოყვარულ ადამიანებსაც – ანგუსის მარმარილოსებრი სტრუქტურის, დავარგებული სტეიკი, პაშტეტი, საბავშვო ძეხვეულის და სოსისის ასორტიმენტი, დიეტური ხაზი და ნახევარფაბრიკატები, სხვადასხვა სახის საქონლის, ღორის, ქათმის და ინდაურის ხორცპროდუქტები. აგროჰაბის ძეხვეული მზადდება გაუყინავი ხორცით და თავსდება ბუნებრივ გარსში.
IMG_9365

შავი ანგუსის დავარგებული სტეიკი

close-up-of-the-steak-beef-texture-2025-03-24-16-45-14-utc-min
შოტლანდიური შავი ანგუსის საქონლის სტეიკის დაძველება ხდება სპეციალურ სტერილურ მაცივრებში ტემპერატურის, ტენიანობის, ჰაერნაკადისა და ბაქტერიების მკაცრი კონტროლით. 21+ დღის დავარგების პროცესი ხორცს კიდევ უფრო გამორჩეულ არომატსა და სტრუქტურას ანიჭებს.
close-up-of-the-steak-beef-texture-2025-03-24-16-45-14-utc-min

თევზის კულინარია

raw-salmon-fillet-fresh-organic-being-prepared-for-2025-03-27-03-42-53-utc-min
აგროჰაბის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილია თევზის საამქრო, სადაც მზადდება გამოყვანილი ორაგული გრავლაქსი, ასევე ქაშაყი და თევზეულის სხვა ტრადიციული სახეობები. ასორტიმენტი შექმნილია გერმანელი ტექნოლოგის მიერ, რომელმაც ქართული და ევროპული გემოების კომბინირებით მრავალფეროვანი რეცეპტები შექმნა.
raw-salmon-fillet-fresh-organic-being-prepared-for-2025-03-27-03-42-53-utc-min

კონსერვაცია

raspberry-jam-all-over-background-top-view-2025-03-28-09-36-54-utc-min
ქართული, საოჯახო რეცეპტებით ვამზადებთ ნატურალურ მურაბებს, ჯემებს და ტრადიციულ საწებლებს. არ ვიყენებთ კონსერვანტებსა და ხელოვნურ დანამატებს. ათვისებული გვაქვს დიაბეტური პროდუქტების ხაზიც, სპეციალური კვებითი საჭიროებებისთვის.
raspberry-jam-all-over-background-top-view-2025-03-28-09-36-54-utc-min

კონდიტერია

IMG_3264.1
ვაცოცხლებთ ყველასათვის საყვარელ ქართულ და ევროპულ გემოებს. საწარმოში რეგულარულად ვიწვევთ ფრანგ შეფ-კონდიტრებს, ვისაც უნიკალური რეცეპტები ჩამოაქვთ და მათ ადგილობრივ გასტრონომიულ კონტექსტს არგებენ. საკონდიტრო ნაწარმს ვამზადებთ ჩვენივე ფერმის პროდუქციით.
IMG_3264.1

პურ ფუნთუშეული

IMG_3370.1
აგროჰაბის პურის ასორტიმენტი მოიცავს ქართულ, ფრანგულ, ბერძნულ, იტალიურ და ავსტრიულ სახეობებს. ავთენტური გემოვნური თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის, ვიყენებთ ბუნებრივ საფუარს და უმაღლესი ხარისხის ფქვილს.
IMG_3370.1

კულინარია

getty-images-kPEQZJDsklE-unsplash
ჩვენს ღია სამზარეულოებში კერძებს საოჯახო რეცეპტებით გიმზადებთ. ასორტიმენტი მოიცავს ტრადიციულ და თანამედროვე გემოებს, როგორც ევროპული ისე ქართული სამზარეულოებიდან. გაიყოლეთ და მიირთვით ისე, როგორც სახლში მომზადებული სადილი.
getty-images-kPEQZJDsklE-unsplash

ნახევარ ფაბრიკატები

IMG_8860.1
გაყინული და გაუყინავი ნახევარფაბრიკატები ჩვენს ცენტრალურ საწარმოში მზადდება და აქედან მიეწოდება როგორც თბილისის, ისე ბათუმის ფილიალებს. ცომის ბაზაზე შექმნილი ნახევარფაბრიკატები აერთიანებს აჩმას, ხაჭაპურს, ლობიანს, პელმენს, ხოლო ხორცის ხაზი – კუპატს, აფხაზურას, კატლეტსა და ლაზანიას.
IMG_8860.1

ღვინის მარანი

ღვინო_2
ქართულ მარანს აგროჰაბის ყველა ფილიალში შეხვდებით. ტრადიციული და ევროპული მეთოდით ვაყენებთ მაღალი ხარისხის თეთრ და წითელ ღვინოებს. მათ ვინახავთ სპეციალურ კასრებში, რაც სასმელს უნარჩუნებს გემოვნურ თვისებებს. მომხმარებელს შეუძლია აგროჰაბის ღვინო ადგილზე დააგემოვნოს, ადგილზე ჩამოასხას და შეიძინოს.
ღვინო_2