ქართული მიწიდან - ქართულ ოჯახებში | აგროჰაბის ფერმა
სამეურნეო საქმიანობა 2016 წელს წამოვიწყეთ და დღემდე ქართული
ტრადიციების პატივისცემით ვაგრძელებთ. ჩვენი გუნდი ნიადაგიდან დახლამდე
აკონტროლებს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც აგროჰაბის ფერმიდან, ბოლოს,
თქვენს მაგიდაზე უნდა აღმოჩდნეს.
ფერმა, სადაც მობინადრეების ჯანსაღ გარემოში ზრდა პრიორიტეტულია
ვზრუნავთ აგროჰაბის ფერმის ნიადაგზე და გარემო პირობებზე, რომ იქ მყოფი
ცხოველები თუ ფრინველები ჯანმრთელები იყვნენ, თქვენი პროდუქტი კი – ნატურალური.
აგროჰაბის ფერმა მეფრინველეობის და მესაქონლეობის მიმართულებებს
მოიცავს. აქ გვყავს როგორც ქართული, ისე ფრანგული და შოტლანდიური
ფრინველებისა და პირუტყვის ჯიშები.
ფერმის ბინადრები და ყოველდღიურობა
მეურნეობა აერთიანებს როგორც სასათბურე საქმიანობას, ისე
პირუტყვისა და ფრინველების მოვლას.
შავი ანგუსი
შოტლანდიური ჯიშის შავი ანგუსი უნგრული ბაგებიდან 6-8 თვის ასაკში
ჩამოგვყავს. ისინი ზრდას აგროჰაბის ფერმაში აგრძელებენ ჩვენი ვეტ. ექიმების
მიერ შედგენილი სპეციალური კვებით.
მეფრინველეობა
ფერმა ფრანგული ქათმის ჯიში სენდისა და ინდაურების მეფრინველეობებს
აერთიანებს.
კვერცხისმდებელი და მეხორცული ფრინველების რაციონი
ჩვენი ვეტერინარების მიერ არის შედგენილი და მხოლოდ ორგანული საკვებისგან
შედგება.
ბაღები
აგროჰაბის ბაღებში მოგვყავს კიტრი, პომიდორი და სალათის ფურცელი. ბოსტნეული რეგულარულად მოწმდება ნიტრატის შემცველობაზე. სასათბურე მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ბოსტნეულის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
საქონელი
ქართული საქონლის ჯიშებს სელექციურად ვარჩევთ, რის შემდეგაც 6 თვეს
ბაგურ კვებაზე ატარებენ. გურჯაანის ფერმაში ქართული ჯიშის საქონლის
რაციონს ვეტ. ექიმები აკონტროლებენ.
No posts found